ჩვენი კომპანიის შესახებ

    კოსმო არის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით. კომპანია ბაზარზე 2015 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. დღეს კი მოიცავს: 6 ფილიალს, სახელოსნოს და შოურუმს თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჰყავს პარტნიორი მაღაზიები. გარდა ამისა, კოსმო აქტიურად არის ჩართული თითქმის ყველა გამოფენაში, როგორიცაა: “tbilisi fashion week”, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი – “ეთნო ფესტი“, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და ა.შ. კოსმოს პროდუქციას მომხმარებელი ასევე იპოვის ჩინეთში, ქართული პროდუქციის მაღაზიაში.

    დღეს კოსმო აწარმოებს 17 დასახელების პროდუქტს. მათ შორისაა: ნატურალური ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ბაფთები; ნატურალური ხის ბეჭდები; გადამუშავებული ხის საყურეები, ბაფთები, ყელსაბამები, ჭიქის დასადგამები, ბროშები, სანიშნეები და ბეჭდები; სხვადასხვა მეტალის ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები, ბროშები და სხვა აქსესუარები.

    წარმოების პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია, პროდუქციის დამუშავება ხდება, როგორც ხელით ასევე მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით. მაგალითად ხის საყურე იჭრება ლაზერული მჭრელის დახმარებით, (რომელიც ახლახანს შეიძინა კოსმომ) გამოსახულების გაკეთება კი ხდება ბრტყელ ზედაპირზე საბეჭდი დანადგარით. ტყავის აქსესუარებზე მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, საჭირო გახდა საკერავი მანქანის შეძენაც, რომლითაც დამზადდება ახალი პროდუქცია და სულ მალე ჩაეშვება გაყიდვაში.

    კოსმოს ხელნაკეთი აქსესუარები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ყველა პროდუქტი უნიკალურია და მორგებულია ყველა ასაკის ადამიანის გემოვნებას, რა თქმა უნდა ინდივიდუალურ შეკვეთებსაც უკავია დიდი წილი. მაგალითად საყვარელი ფილმის პერსონაჟით უამრავი აქსესუარის დამზადებაა შესაძლებელი. კოლექცია ახლდება მუდმივად, ხდება მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციაც და მათი მოთხოვნების გათვალისწინებაც. 

    ამ ეტაპზე კოსმოში დასაქმებულია 40-ზე მეტი ადამიანი, კომპანია ცდილობს მათ შეუქმნას კარგი სამუშაო გარემო და პირობები. ასევე დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები ამ მიმართულებით. ასევე ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ მათზე მორგებული გრაფიკით.

     

    ქრონოლოგია

    2015 წლის აგვისტო – კოსმოს გამოჩენა სოციალურ სივრცეში

    2016 წლის მაისი – პირველი ფილიალის გახსნა ვარკეთილში

    2017 წლის მარტი – მეორე ფილიალის გახსნა გლდანში

    2017 წლის ოქტომბერი – პირველი პატარა სახელოსნოს გახსნა

    2017 წლის დეკემბერი – მესამე ფილიალის გახსნა საბურთალოზე

    2018 წლის ნოემბერი – ვებ გვერდის ამუშავება

    2018 წლის ნოემბერი – განახლებული სახელოსნოს და შოურუმის გახსნა

    2019 წლის მარტი – მონაწილეობა ჰონგ კონგის ტყავის და ტყავის აქსესუარების ფესტი
     
    2019 წლის არტი – კოსმოს ორი ჩანთის დასახელებასაუკეთესოდ (APLF, ჰონგ კონგი)
               
    2019 წლის აგვისტო – კოსმოს გასვლა საერთაშორ
     
    2019 წლის აგვისტო – კოსმოს Etsy-ის მაღაზიის გახსნა
     

    2020 წლის ივლისი მეორე მაღაზიის გახსნა Etsy-ზე

    2021 წლის აპრილი – east point ფილიალის გახსნა
     
    2021 წლის მაისი ბათუმის ფილიალის გახსნა
     
    2021 წლის ივლისი COSMO bags გახსნა, საბურთალო სითი მოლში
     
    .
     

    მოგვწერეთ

    577 32 74 42

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ

    დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter საძიებლად

    საყიდლების კალათა
    კალათაში პროდუქცია არ არის.